ისტ დაწყებით სკოლაში

შუალედური წერა I


21-ე საუკუნე ტექნოლოგიური გამოწვევების, წინსვლისა და განვითარების საუკუნეა, ამიტომ მნიშვნელოვანია სკოლის ასაკიდანვე დავგეგმოთ და სწორად მივიტანოთ ინფორმაცია ბავშვებამდე.
2009-2010 წლის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ქართულში, დაწყებითი სკოლის  მოსწავლეთათვის უკვე შესაძლებელია ჩატარდეს გაკვეთილები ისტ-ის გამოყენებით.
მინდა განვიხილო ის უპირატესობები და წინააღმდეგობები, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ისტ-ის გამოყენების დროს.
მაგალითად ავიღე  ქართ. III.6  - მოსწავლე გამოხატავს ლიტერატურული ტექსტის მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: 
1.     გამოხატავს წაკითხული ტექსტით აღძრულ ემოციებს, განცდებს.
                           2.     ასახელებს მულტფილმებს, სურათებს, ნახატებს, მოსმენილ და წაკითხულ ნაწარმოებებს, რომლებიც გაახსენდება წიგნის კითხვის დროს, მსჯელობს მსგავსება-განსხვავებაზე.
                3.     ასახელებს ნაწარმოების გმირების მოქმედების მოტივს და აფასებს მათ საქციელს.
ჩემი აზით, ასეთ შემთხვევაში პედაგოგს შეუძლია გამოიყენოს ისტი, როგორც აღძრული ემოციების განმტკიცება და უფრო ძირეული აღქმა. მაგალითად, როდესაც ბავშვი  ეცნობა ნაწარმოების პერსონაჟებს ან მწერლებს, პედაგოგს საშვალება აქვს ისტის საშვალებით მოსწავლეებს თვალსაჩინოებისათვის აჩვენოს სურათები, იმ მულტფილმის პერსონაჟები, რომლებიც ბავშვებში იწვევს მსგავს ასოციაციებს, მისცეს საშვალება იმსჯელონ და პარალელები გაავლონ უკვე საყვარელ და ცნობილ გმირებთან.
ასევე, შესაძლებელია მოსწავლეთათვის პატარ-პატარა საშინაო დავალებების მიცემა, როგორიცაა მაგალითად საყვარელი პერსონაჟების სურათების მოძიება და საგაკვეთილო პროცესში მცირე პრეზენტაციის გაკეთება.

https://docs.google.com/document/d/1GC5BP3r5N7MQJP_5WohJfQ6Qq4YishxrGi03Kf4b8Co/edit?hl=en_US

 შუალედური წერა II 


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, მეოთხე კურსის სტუდენტის,
მარიამ ვეფხვაძის პროექტი
„ბავშვები, ჩვენი ნათელი მომავალი“
პირველი ივნისის აღსანიშნავად, ქ. თბილისის, 138-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გამოფენა, სახელწოდებით „ბავშვები, ჩვენი ნათელი მომავალი“.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა 15 მეოთხეკლასელი მოსწავლე, რომლებასაც 20 მაისიდან დაევალათ დაეხატათ ნახატები, გამოეძერწათ, თავისი ხელით შეექმნათ ნებისმიერი ნივთი რაც ასოცირდებოდა თავიანთ თანატოლებთან და ლამაზ მომავალთან, ასევე მათ შეეძლოთ ესარგებლათ პროექტორით და თანატოლებისთვის ეჩვენებინათ პატარა ვიდეო რგოლები, თანატოლების ყოფა-ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. 1-ელ ივნისს კი პედაგოგის დახმარებით გამოეფინათ ნაშრომები სკოლის ფოიეში.
გამოფენის ჩატარება ხდებოდა 2009-2010 სასწავლ წლის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება/შრომითი სწავლების მიხედვით.
დავალების მიცემისას ყურადღება მახვილდებოდა განწყობა-დამოკიდებულების, პრაქტიკული, შემოქმედებითი და კვლევა-ძიების უნარ-ჩვევების განვითარებაზე.
პედაგოგმა განსაზღვრა პროექტი, როგორც დაწყებითი სკოლის მოსწავლეების ბავშვებში იტელექტის  ამაღლებ, წახალისებსა და განტვირთვ საშუალება. მასწავლებელმა ასევე გადაანაწილა საქმიანობები, საორგანიზაციო საკითხები აიღო თავის თავზე, ხოლო ბავშვბს დაავალა უშუალო მონაწილეობა მიეღოთ ნიმუშების შექმნაში, ამისთვის კი მისცა მიმართულება,  სკოლის რესურსი, ინტერნეტში ჩართული კომპიუტერები და 2 კვირა ექსპონატების შესაქმნელად.
პირველ ივნისს ღონისძიება გაიხსნა სააქტო დარბაზში, სადაც ბავშვებმა ეკრანზე გაუშვეს ვიდეო რგოლი მზრუნველობა მოკლებული ბავშვების ცხოვრების შესახებ, გამოფინეს თავიანთი ხელით შექმნილი ნამუშევრები: თოჯინები, პლასტელინის ფიგურები, გამხმარი მცენარეებისაგან შექმნილი კომპოზიციები, ხისგან გამოთლილი ლამაზი სახლები და ნატვრის ხეები,  ფოტოები და ნახატები, უამრავი ფერადი ყვავილებითა და ნათელი ფერებით.
ბავშვებმა თავისი ინიციატივით მოიტანეს საჰაერო ბუშტები, რომლებზეც წააწერეს თავინთი სახელები და სურვილები, ზეიმის დასასრულს, მასწავლებელმა და მოსწავლეებმა „სურვილების ბუშტები“ ცაში გაუშვეს.
როგორც დაგეგმილი იყო, ბავშვებმა აქტიურად გამოიჩინეს თავი მოსამზადებელი 2 კვირის განმავლობაში, შედეგით კმაყოფილები დარჩნენ როგორც პედაგოგი ასევე მშობლები, ბავშვებისთვის კი პირველი ივნისი იქცა კიდევ ერთ დასამახსოვრებელ, ბედნიერ დღედ.

https://docs.google.com/document/d/1m1ZPGuVFlEP8o15cyJ-xfKClPgZ45lbtv0_A_uKA5a4/edit?hl=en_US



თანამშრომლობითი სასწავლო პროექტი

14.04.2010 სალექციო დღის დავალება იყო, რომ ჯგუფურად შეგვექმნა თანამშრომლობითი სასწავლო პროექტი. მე და ჩემმა ჯგუფის წევრმა ნინო კიკნაძემ გავაკეთეთ პროექტი, რომლის მოკლედ მიმოხილვას აქვე შემოგთავაზებთ.

პროექტი განსაზღვრულია დაწყებითი სკოლის მოსწავლეებისათვის და ემსახურება ბავშვებში იტელექტის ამაღლებას, წახალისებასა და განტვირთვას.
ჩვენი ჯგუფის ინიციატივით და სკოლის დირექციის თანადგომით, 1-4 კლასის მოსწავლეები წავიყვანეთ ნოდარ დუმბაძის სახელობის ბავშვთა თეატრში, სპექტაკლზე ”სამი გოჭი”.

1. საქმიანობების ერთობლიობა:
აბონიმენტების შეძენა, ავტობუსის დაქირავება, დირექციასთან საორგანიზაციო საკითხების შეთანხმემა
2. მიზანი:
მოსწავლეებში ინტელექტის ამაღლება, განტვირთვა.
3. დრო:
14-20 აპრილი
4. გუნდის წევრები:
მარიამ ვეფხვაძე, ნინო კიკნაძე
5. ბიუჯეტი (რესურსი):
ბილეთების შესაძენი თანხა, ტრანსპორტის დაქირავების თანხა. (ჯამში 100 ლარი)




რა არის კრედიტი?

კრედიტი ასახავს სამუშაოს იმ რაოდენობას, რომელიც საჭიროა საგანმანათლებლო
პროგრამის ამა თუ იმ კომპონენტის დასასრულებლად და სწავლის შედეგების მისაღწევად.
კრედიტის მიღება შესაძლებელია მხოლოდ სტუდენტის მიერ სილაბუსით დაგეგმილი
სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ, რაც გამოიხატება უნივერსიტეტის შინაგანაწესით
გათვალისწინებული ერთ-ერთი დადებითი შეფასებით.
უნივერსიტეტებში მოქმედებს თანამედროვე საკრედიტო სისტემა, რომელიც
ეფუძნება ამერიკული და ევროპული უნივერსიტეტების გამოცდილებას.
კრედიტების დაანგარიშების საფუძვლად აღებულია ევროპული სისტემა (ECTS):
1 კრედიტი = 25 სთ. აქედან:
1/3 - სალექციო და პრაქტიკული სამუშაოები;
2/3 - სტუდენტის ინდივიდუალური და პრაქტიკული მუშაობა, პრეზენტაციების,
რეფერატების მომზადება, შუალედური და ფინალური გამოცდებისათვის მზადება.
ქუში ყველა საგანი 5/6 კრედიტიანია
საბაკალავრო პროგრამა-240 კრედიტი
ხანგრძლივობა: 4 წელი, ანუ 8 სემესტრი;

საუნივერსიტეტო მოდული: 60 კრედიტი; ძირითადად – I-IV სემესტრები;
საფაკულტეტო მოდული: 80კრედიტი. ძირითადად - V-VIII სემესტრები
სპეციალიზაციის მოდული: 40 კრედიტი
დამატებითი სპეციალობის მოდული: 60 კრედიტი


                რას ემსახურება სასწავლო კურსი "ICT დაწყებით სკოლებში"

უპირველესა მინდა გავშიფრო ICT, თუ რას ნიშნავს ეს აბრევიატურა და რას ემსახურება მისი დანერგვა სკოლებში.
ICT არის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგია. ეს კურსი ემსახურება ეთიკურ, ინფორმაციული და ტექნოლოგიური მიღწევების ეფექტიანად გამოყენების უნარის მქონე პიროვნების აღზრდას. პიროვნებისა,რომელიც შეძლებს ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვებას, მართვას, მის დამუშავებას, შეფასებას, ანალიზს და მასზე დაყრდნობით გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებას. ICT შეიქმნა სახელმწიფოსა და საზოგადოების მიზნებიდან, მოთხოვნებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე.როგორც ადამიანის აქტივობის,საქმიანობის ნებისმიერ სხვა სფეროში იცტ-ის მოხმარებისა და გამოყენების თვალსაზრისით ჩვენი საზოგადოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.ICT-ი სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს მსოფლიო ქვეყნების განვითარებასა და კონკურენტუნარიანობის გაზრდაში. ICT-ის სწავლება მოიაზრება სასწავლო დისწიპლინებიდან დამოუკიდებლად, მათი კონტექსტიდან განცალკევებით. ICT-ის სასწავლო გეგმის რეალიზება უნდა მოხდეს ყოველ ცალკეულ სასწავლო დისწიპლინაში. ამ ინსტრუმენტით შესაძლებელია ძირითადი სასწავლო დისწიპლინების ერთმანეთთან ეფექტური ინტეგრაცია.

 
21-ე საუკუნე ტექნოლოგიური გამოწვევების, წინსვლისა და განვითარების საუკუნეა, ამიტომ მნიშვნელოვანია სკოლის ასაკიდანვე დავგეგმოთ და სწორად მივიტანოთ ინფორმაცია ბავშვებამდე.
2009-2010 წლის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ქართულში, დაწყებითი სკოლის  მოსწავლეთათვის უკვე შესაძლებელია ჩატარდეს გაკვეთილები ისტ-ის გამოყენებით.
სკოლების კომპიუტერიზაციის ფონზე სულ უფრო შესაძლებელი ხდება საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ჩართვა სასწავლო პროცესში.საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწავლების პრიორიტეტია ამ ტექნოლოგიების გამოყენებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარება მოსწავლეებში. ამიტომ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები არ არის გამოყოფილი ცალკე საგნობრივ ჯგუფად და მიეკუთვნება ეგრეთწოდებულ გამჭოლ სასწავლო პრიორიტეტებს.

No comments:

Post a Comment