ზოგი რამ სასარგებლო

photoshop-ის შესავალი კურსი მარიამისგან ))))

ალბათ ბევრს გიყვართ ფოტოაპარატის წინ პოზირება, მაგრამ ხანდახან  ყველაფერი ისე არ გამოგვდის როგორი ჩანაფიქრიც გვქონდა, ზოგჯერ ჩვენი ფოტო სესიები ფიასკოთი მთავრდება, ხან თვალის ფერი არ მოგვწონს, ხან უაზროდ გაჩეჩილი თმა, ან გაზაფხულის მზიან დღეებში ზამთრის ფერები ადევს კადრს...
მოკლედ, ბევრი რომ არ ვილაპარაკო, შევეცდები აგიხსნათ და გასწავლოთ რაღაც-რაღაცეები, რაც იმედი მაქვს მომავალში დაგეხმარებათ მიიღოთ სასურველი შედეგები.

უპირველესად დაგვჭირდება Photoshop (CS4, CS5 ) რომელიც შეგიძლიათ გადმოწეროთ http://www.photoshop.com/ დან, ან უბრალოდ დაგუგლოთ და მალევე ჩამოტვირთოთ თქვენს კომპიუტერში, მეორე ნაბიჯი იქნება სასურველი სურათის აღნიშნულ პროგრამაში გახსნა, ამის შემდეგ ვიწყებთ მუშაობას:

lesson 1  : )))
    გავახალისოთ ფერები- კლავიატურაზე მოძებნეთ კლავიშები Ctrl და U, ვაჭერთ ერთდროულად ორივე კლავიშს, გამოგვიტანს ფანჯარას Hue/saturation:




სურვილისამებრ შეცვალეთ წითლად აღნიშნული ისრების მოძრაობა, სურათზე ავტომატურად იცვლება ფერები.






ასეთი ფერები უფრო მომწონს, სიმწვანე, ყვავილები, ბუნება...








lesson 2:
ალბათ უკვე შენეიშნეთ, რომ ღიპი მაქვს ამ ფოტოში (ისე არ მაქვს და.. )), ამიტომ ურიგო არ იქნება 1-2 კილო მოვიკლო =)) ვუბრუნდებით ჩვენ სურათს, photoshop-ის მაღლითა მარცხენა კუთხიდან გადათვალეთ 6 საფეხური, ვპოულობთ Filter -> liquify




პირველ რიგში ავირჩევთ წითლად მოხაზულ 1 , შემდეგ 2-ით დავარეგულირებთ ისრის ზომას, რის შემდეგაც შეძლებთ სასურველი ადგილის დასუსტებას )))) როცა მისია შესრულებულია და შედეგით კმაყოფილი იქნებით არ დაგავიწყდეთ ღილაკი OK გამოყენება, ცვლილების შენახვისათვის.


lesson 3:
ზოგიერთი თქვენგანი ალბათ უარს არ იტყოდა დიდ და გამობურცულ ტუჩებზე, ამის მოსაგვარებლად 1 ვიზიტი კუზანოვთან საკმარისია, მაგრამ მანამდე შეამოწმეთ მოუხდება თუ არა თქვენს სახეს მოზრდილი ზომის ტუჩები.
ვუბრუნდებით ჩვენ სურათს, photoshop-ის მაღლითა მარცხენა კუთხიდან გადათვალეთ 6 საფეხური, ვპოულობთ ისევ Filter -> liquify, გამოტანილ ფანჯარაში, ნაცვლად პირველი ინსტრუმენტისა, მოვნიშნავთ ზევიდან მეხუთეს და ვიწყებთ მოქმედებას:

მართალია ჩემი ტუჩების ზომა მაკმაყოფილებს და როგორც ეხლა აღმოვაჩინე უფრო დიდი არც მომიხდა, მაინც გაჩვენებთ შედეგს :)














როგორ გადავიტანოთ დაშორება სოც. ქსელების გარემოცვაში?

დაშორება sucks! რა მნიშვნელობა აქვს შენ მიატოვე, იმან მიგატოვა თუ ერთ მშვენიერ დღეს ორივემ ერთდროულად გადაწყვიტეთ, რომ “ეს ის არ არის, რაც თქვენ გჭირდებათ”?
ნებისმიერ შემთხვევაში დაშორებას მოჰყვება ცრემლები, სიცარიელის შეგრძნება, წყენა, სიბრაზე, უხასიათობა და გულის ტკივილი.
დღეს ყოფილის დავიწყება უფრო რთული გახდა ვიდრე ოდესმე. ტექნოლოგიები დავიწყებისთვის წინაღობაა. Facebook და twitter განსაკუთრებულად ართულებენ ჩვეული ცხოვრების გაგრძელებას, რადგან ყოველდღიურად იბომბები შენი ყოფილის სტატუსებით, ტვიტებით თუ ფოტო/ვიდეო-განახლებებით.
თუმცა თუ გაითვალისწინებ ამ სამ წესს, შეიძლება მისი დავიწყება უფრო გაგიადვილდეს.

წესი 1: სასწრაფოდ დაა-Hide-ე/დაბლოკე Facebook-ზე
წარმოიდგინე facebook-ზე შენი ყოფილი ბიჭი დატაგეს ფოტოზე, სადაც ვიღაც გოგოს ეხვევა – დარწმუნებული ხარ, რომ ეს ისაა რისი ნახვაც გინდა?
თუნდაც ასეთ ფოტოებს არც კი წააწყდეს, newsfeed-ში მისი ყოველდღიური სტატუსები და განახლებები მუდმივად გაგახსენებს თქვენს ურთიერთობას.
გარდა ამისა, ძალიან მარტივია ამ დროს შეგიპყროს მისი განახლებების და ონლაინ აქტივობების ინტერპრეტირებამ და მის პატარ-პატარა ცხოვრების ნაგლეჯებს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა მიანიჭო – მაგალითად თუ ის ღამის ორ საათზე გამოჩნდა ჩატში, იფიქრო, რომ მას შენზე ფიქრი არ აძინებს, სინამდვილეში კი ის უბრალოდ ღამეს ათენებდეს.
თუ თქვენი ურთიერთობა ნორმალურად დასრულდა (მაგალითად არ უღალატია, ან რამე ძალიან საშინელება არ ჩაუდენია), მეგობრების სიიდან მისი წაშლა საკმაოდ აგრესიული ნაბიჯი იქნება. ბოლოს და ბოლოს, რამდენიმე თვეში, შესაძლოა მოგინდეს მისი ისევ დამატება და ერთად გატარებული დროის კეთილად გახსენება. ამიტომ დაბლოკვის ნაცვლად (რაც მას ტექნიკურად მეგობრებიდანაც წაგიშლის) უბრალოდ Hide გაუკეთე მის განახლებებს და მომავალში, როცა თავს უკეთ იგრძნობ, შეძლებ მის “განბლოკვას”.

დაჰაიდება:

განჰაიდება:

 
წესი 2: დააკვირდი, რას პოსტავ ინტერნეტში
როცა ტირილის და ისტერიკების პერიოდი გადაგივლის, როგორც წესი “გაბრაზების” სტადია დგება. შენ ბრაზობ, რომ ყველაფერი ასე დასრულდა და გსურს დაანახო მას, რომ უკეთესადაც შეგიძლია ურთიერთობის წარმართვა, ან მინიმუმ ჩვენება, რომ უკვე ყველაფერი გადაიტანე. ამიტომ სოციალურ ქსელებში ამის დემონსტრირება ყველაზე ადვილ გზად გეჩვენება. მაგრამ ჯობია ეს არ გააკეთო!
ისეთი სტატუსის გამოქვეყნება როგორიცაა – “დღეს საღამოს პაემანზე მივდივარ!” ან სადმე ბარში გადაღებული შენი და შემთხვევითი სიმპათიური ბიჭის ფოტოს ატვირთვა, შესაძლოა უკან ძალიან ცუდად დაგიბრუნდეს და რეალურად წინსვლაში ხელიც კი შეგიშალოს.
ძალიან მარტივია თავის მოტყუება სტატუსებით და ფოტოებით, რომლებიც ასახავენ თუ რა გადატვირთული გრაფიკი და მხიარული ცხოვრება გაქვს, მაგრამ თუკი ამ ყველაფერს იმ იმედით პოსტავ, რომ შენი ძველი ექსი ან მისი რომელიმე მეგობარი წააწყდება და ინერვიულებს, უბრალოდ თავს იტყუებ და სინამდვილეში ისევ ძველი ურთიერთობის ბადეში ხარ გახვეული.
თავად დაფიქრდი, გარეთ გასვლა, გულის გადაყოლება და გართობა მაგარია, მაგრამ სახლში სირბილით მისვლა მხოლოდ იმის გამო, რომ facebook–ზე სტატუსი განაახლო ნიშნავს, რომ შენი საქციელი მთლად ჯანსაღი არ არის.
ამას გარდა, ინტერნეტში განთავსებული ლამაზ-ლამაზი პოსტები მომავალში თავს საშინლად გაგრძნობინებს. დაიმახსოვრე, რომ რასაც შენ აკეთებ ყველა შენი მეგობარი და ზოგ შემთხვევაში სრულიად უცნობი ადამიანები ხედავენ. დარწმუნებული ხარ, რომ გსურს შენი სახალხო გამოხტომები მათი გართობის საგნად იქცეს?
თუმცა, რა თქმა უნდა, არარეალურია სრულიად მოწყდე სოციალურ ქსელებს, მაგრამ შენ შეგიძლია აკონტროლო ის თუ რას პოსტავ. ამიტომ ცოტა ხნით შეისვენე პირადი ხასიათის სტატუსების, ფოტოებისა და ტვიტების გამოქვეყნებისგან.

წესი 3: რაც არ უნდა მოხდეს, არ მიწერო!
ბუნებრივია, დაშორების შემდეგ გაგიჩნდება მონატრების გრძნობა, რაც როგორც წესი ხდება დაშორებიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ. ამ დროს შეიძლება დაგავიწყდეს კიდეც ის მიზეზები, თუ რის გამო დაშორდით ან ამ მონატრების ფონზე ყველა მიზეზი შეიძლება უმნიშვნელოდაც მოგეჩვენოთ (მე პირადად სულ ასე მემართება). შესაბამისად ამგვარმა შეგრძნებებმა შეიძლება უდიდესი შეცდომა დაგაშვებინოს.
შედარებით ძველ დროში, როცა არც facebook-ი არსებობდა და არც სკაიპი, მსგავს სიტუაციაში გოგონები სიმთვრალეში ყოფილებს ტელეფონზე ურეკავდნენ. ამის გაკეთება კი საკმაო გამბედაობას და ძალისხმევას მოითხოვდა, რადგან თუნდაც მისი ხმის გაგონება და რაიმე სათქმელის მოფიქრება უწევდათ.
დღეს კი მარტივი მიწერა ჩატში ან სკაიპში მსგავს ემოციურ “ინვესტიციას” არ მოითხოვს. რამდენიმე სიტყვის სწრაფად აკრეფა და Enter ღილაკზე დაჭერა ძალიან ადვილია. თუმცა მისი შედეგები შეიძლება უფრო რთულად გადასატანი აღმოჩნდეს. 


გარდა იმისა, რომ პირველი ნაბიჯის გადადგმით ასე ვთქვათ “თავს იმცირებ”, მასაც იძულებულს ხდი გიპასუხოს, მაშინ როცა შეიძლება ამისთვის მზად სულაც არ იყოს, შესაბამისად მისმა არა მონდომებულმა პასუხმა ნერვები მოგიშალოს. ამას გარდა მისი მონაწერი დაარქივებულია და მის ასჯერ და ათასჯერ გადაკითხვას დაიწყებ.
ყველაზე მეტად კი შეიძლება SMS-ის მიწერა მოგინდეს და განსაკუთრებით მაშინ, როცა მთვრალი ხარ, ამიტომ წინასწარ მოემზადე ამისთვის: საღამოს დასაწყისშივე მიეცი ტელეფონი რომელიმე მეგობარს და გააფრთხილე რომ არ დაგიბრუნოს ან მკაცრად აკონტროლოს ვის უმესიჯებ. ან შეცვალე შენი ექსის სახელი ტელეფონში/სკაიპში “არ მიწერო!”-ზე. ეს ყოველ ჯერზე გაგახსენებს რომ სინამდვილეში სულაც არ გინდა მისთვის მიწერა და უბრალოდ ალკოჰოლის ან მოზღვავებული ემოციების გავლენის ქვეშ ხარ.
თუკი ის თვითონ მოგწერს, ეს ისეთივე რთული გადასატანი იქნება, როგორც ზემოთ ჩამოთვლილი ყველაფერი. შენ უეცრად ორ ცეცხლ შუა აღმოჩნდები: მისი დაიგნორება არ გინდა, მაგრამ არც ახლოს გინდა მოუშვა.
ცხადია, მისი მოწერილი ტექსტი განაპირობებს იმას, თუ რა უნდა უპასუხო, მაგრამ მთავარია შეინარჩუნო მეგობრული ტონი. მისწერე რამე ასეთი – “სასიამოვნოა, რომ მომწერე. ეხლა მართლა დაკავებული ვარ, მოგვიანებით შეგეხმიანები”. ამრიგად, შენ ზრდილობიანად აგებინებ, რომ მისთვის არ გცალია. ამის შემდეგ კი ისევ ფოკუსირება მოახდინე მის დავიწყებაზე.




"გაფუჭებული ტელეფონი"

მაქვს მცირე ინფორმაცია ადამიანის სამ ძირითად ტიპზე, რომელიც დაგეხმარებათ მათთან ურთიერთობაში და მინდა,რომ თქვენც გაგაცნოთ :)
ფსიქოლოგიური კვლევებიდან დადგინდა,რომ ადამიანი ლაპარაკისას, მხოლოდ 30%-ს აღიქვამს.
სამი ბერძენი მოგზაურობდა. გზაზე სპილო დაინახეს. ერთმა ბერძენმა ხორთუმზე ხელი მოკიდა და თქვა: “ეს გველია”, მეორემ ყურზე ხელი შეახო და თქვა: ” რა გველი, ეს ხომ დიდი მარაოა”, მესამე მივიდა, ფეხზე ხელი შეახო და თქვა: “თქვენ ორივე გაგიჟდით, ეს ხომ ბოძია!..” სამი ბერძენი დილამდე კამათობდა.

აღქმის მრავალფეროვნებას ფსიქოლოგები სამყაროს ფსიქოლოგიურ რუქას უწოდებენ. სამყაროს ფსიქოლოგიური რუქა ინდივიდუალურია ყველა ადამიანისათვის. ის მხოლოდ მიახლოებულია სინამდვილესთან. ადამიანი ინფორმაციას იღებს სამი ძირითადი არხისგან (სულ ხუთია): ვიზუალური, ანუ ხედვითი, აუდიური, ანუ სმენითი და კინესტიკური, ანუ გრძნობითი. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანში სამივე არხი მოქმედებს, მაგრამ ერთი არის წამყვანი. აღქმის მიხედვით, ფსიქოლოგები ადამიანებს ყოფენ ვიზუალისტებად, აუდისტებად და კინესტიკებად. სხვადასხვაგვარი აღქმის გამო, ეს სამი ტიპი ხშირად ერთმანეთს ვერ უგებს. მაგ: ავტომობილს ისინი სხვადასხვა კრიტერიუმებით არჩევენ. ერთისთვის მნიშვნელოვანია ბრენდის სახელწოდება, მეორესთვის სალონის კომფორტი, მესამისთვის ძრავის ხმოვანობა. ვიზუალისტები, აუდისტები და კინესტიკები თითქოს სხვადასხვა ენაზე საუბრობენ.
 მაგ: საუბრობს სამი ადამიანი, ერთი საუბრობს სწრაფად, მეორე იხედება გვერდზე და თითქოს არც ისმენს და მესამე მიდის ახლოს, ეხება მოსაუბრეს, რადგან მიიპყროს მისი ყურადღება. როგორ გაუგონ მათ ერთმანეთს? დასაწყისისათვის სჯობს გავარკვიოთ ვინ ვინ არის.
ვიზუალისტები აღიქვამენ სამყაროს თვალით, ისინი ამბობენ: “მე ვხედავ”, “ეს საშინლად გამოიყურება”. მათთვის მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ გამოიყურებიან. აქედან არის მისწრაფება ლამაზად ჩაცმისა და ეფექტურად პოზირებისა. ისინი ყურადღებას მოსაუბრის იმიჯსაც აქცევენ. ასე რომ, საუბრისას იჭერენ ისეთ დისტანციას, რომ მოსაუბრე კარგად დაათვალიერონ. “ათასჯერ მოსმენილს, ერთხელ ნანახი სჯობიაო”, ეს ფრაზა, ვიზუალისტების მოგონილია. ისინი ფიქრობენ: “თუ შენ მე თვალებში არ მიყურებ, არ მისმენ!”.
ფ ს ი ქ ო ლ ო გ ე ბ ი ს   რ ჩ ე ვ ა : უყურეთ მათ თვალებში!..

აუდისტები აღიქვამენ სამყაროს ყურებით. ისინი ამბობენ: “მე მესმის თქვენი გაღიზიანების მიზეზი”, “თქვენი იდეა არაჩვეულებრივად ჟღერს”. აუდისტი დგას ძალიან ახლოს მოსაუბრესთან, რათა გაიგოს ყველაფერი კარგად და არაფერი გამოტოვოს. მას არ სჭირდება თვალებში ყურება, ისინი საუბრობენ რითმულად და ხმადაბლა. აუდისტების დევიზია: “საუბრისას მთავარია პროცესი და არა მიზანი”.
ფ ს ი ქ ო ლ ო გ ე ბ ი ს   რ ჩ ე ვ ა : თუ აუდისტმა დაიწყო ლაპარაკი, ნუ შეაჩერებთ მას, თორემ, ან თავიდან დაიწყებენ მოყოლას, ან საერთოდ აღარ გააგრძელებენ!..

კინესტიკები სამყაროს აღიქვამენ სხეულით. საუბრისას ისინი ხელით ეხებიან მოსაუბრეს შემდეგი პრინციპით: ” მას ჩემი არ ესმის თუ არ მგრძნობს”. ისინი ამბობენ: ” მე ვგრძნობ რაღაც ხდება”. მუდმივად მოძრაობაში არიან, მათთვის უფრო მნიშვნელოვანია კომფორტული ტანსაცმელი ვიდრე ლამაზი, მათი სუნთქვა წყნარი და ღრმაა, ხმის ტემბრი – დაბალი და ნელი. ფ ს ი ქ ო ლ ო გ ე ბ ი ს რ ჩ ე ვ ა : არ დააჩქაროთ კინესტიკები, რადგან მათ სჭირდებათ დრო გააზრებისა და შეგრძნებისათვის!..



ახლა თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ რა ტიპს ეკუთვნით და მინიმუმამდე დაიყვანოთ გაფუჭებული ტელეფონის ეფექტი, სხვებთან მათსავე ენაზე საუბრის მეშვეობით… : ))